ახალი ამბებიკინო

“სამეფო კარის თამაშების” 4 სერია პრემიერამდე 24 საათით ადრე ინტერნეტით გავრცელდა

13 აპრილი, 2015 • • 1354
“სამეფო კარის თამაშების” 4 სერია პრემიერამდე 24 საათით ადრე ინტერნეტით გავრცელდა

The Guardian-ის ცნობით, მეკობრული გზით გავრცელებული სერიების გადმოწერაში ბრიტანელი ინტერნეტმომხმარებლები ლიდერობენ მსოფლიოში.

 

გარდიანის ცნობით, ორშაბათს დილით ეს სერიები ტორენტებზე ყველაზე პოპულარული იყო და მილიონჯერ ჩამოიწერეს მსოფლიოს მასშტაბით.

 

ყველაზე პოპულარული პირველი სერია აღმოჩნდა, რომელიც 135 ათასმა ადამიანმა დააშეარა და მილიონჯერ ჩამოიწერეს არალიცენზირებული ფორმატით.

 

რაც შეეხება მეკობრეთა IP მისამართებს, მათ შორის 9.8% ბრიტანეთშია რეგისტრირებული, მას მოსდევს აშშ (9.1%), ინდოეთი, (7.4%), კანადა (5.4%) და საფრანგეთი (4.2%).

 

სატელევიზო ქსელმა HBO-მ, რომელის პროდექციაც არის სერიალი, განაცხადა, რომ “სამწუხაროდ, სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონის 4 სერია არალეგალურად გავრცელდა უცნობი ჯგუფის მიერ, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა HBO-სგან მიეღო ეს სერიები. ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ მოხდა ეს.”

 

სერიალი “სამეფო კარის თამაშები” ამერიკული სატელევიზო ქსელის, HBO-ს პროექტია, რომელსაც 2011 წლიდან ახორციელებს. სერიალი ჯორჯ მარტინის წიგნის, “ცეცხლისა და ყინულის სიმღერის” მიხედვითაა გადაღებული.

სამეფო კარის თამაშები
სამეფო კარის თამაშები

მასალების გადაბეჭდვის წესი