ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკში კიდევ ერთი ზებრა დაიბადა

13 აპრილი, 2015 • • 1446
თბილისის ზოოპარკში კიდევ ერთი ზებრა დაიბადა

ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაცია ამბობს, რომ დედა ზებრა ახალშობილთან ჯერ არავის უშვებს და არც ზებრის სქესი იციან.

 

“ჩვენს სამშობიაროში პატარების ჟრიამული არ წყდება. ამჯერად ზოოპარკში ზებრა დაიბადა. ეს ფოტო დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადავუღეთ. ახალშობილი დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა. თან ეუბნებოდა, ზოლიანი კი ხარ, მაგრამ დაე ცხოვრების გზაზე თეთრი ზოლი შავზე მეტი გქონოდესო. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ზებრები სოციალური ცხოველები არიან. ზოგიერთები იმდენად ძლიერ ჯგუფებს ქმნიან, რომ მათ სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. ჯოგი შეიძლება ათასობით ჩლიქოსნისგან შედგებოდეს, თუმცა ეს ჯგუფი შიგნით პატარა ოჯახურ გაერთიანებებადაა დაყოფილი, რომლებშიც ერთი ულაყი და მისი რამდენიმე ფაშატია თავმოყრილი. ამგვარი „ჰარამხანების“ შექმნა ზებრების პოლიგამიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარეობს.”

 

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა. 13.04.2015
თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა. 13.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი