ახალი ამბები

უახლოეს პერიოდში კიევში სააკაშვილს შევხვდები – გუბაზ სანიკიძე

24 ოქტომბერი, 2019 • 3098
უახლოეს პერიოდში კიევში სააკაშვილს შევხვდები – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში კიევში ჩასვლასა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ მან “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

“ყველა ერთის წინააღმდეგ” -ესაა გუბაზ სანიკიძის ფორმულა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ აპირებს “ბევრი ტაბუ დაარღვიოს”.

“უახლოეს დღეებში ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე”, – აცხადებს სანიკიძე.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, მხოლოდ საუბრით შემოიფარგლება თუ არა ეს ყველაფერი, ის ამბობს:

“ვნახოთ. ბევრი შეკითხვაა იქიდანაც, აქედანაც”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი