ახალი ამბები

13:00 საათზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

10 აპრილი, 2015 •
13:00 საათზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პოლიციელების მკვლელობაში შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმყოფებოდა, სადაც დააკავეს.


“ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ. აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას”, – იუწყება რუსთავი 2.

 

შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსა. ამ დანაშაულში პროკურატურა შალვა აბულაძეს სდებს ბრალს. 

 

ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გაფრინდაშვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. სავარაუდო თავდამსხმელის მოსაძებნად პოლიცია სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.

 

 გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი