ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი ერევანს იარაღის შესყიდვაზე ტენდერის ჩაშლის გამო ნოტას გაუგზავნის – რია ნოვოსტი

24 ოქტომბერი, 2019 • 1196
მოსკოვი ერევანს იარაღის შესყიდვაზე ტენდერის ჩაშლის გამო ნოტას გაუგზავნის – რია ნოვოსტი

“მოსკოვი ერევანს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის იარაღის შესყიდვაზე იმ ტენდერის ჩაშლის გამო, რომელშიც რუსული კომპანია ORSIS მონაწილეობდა”, – წერს რია-ნოვოსტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 2019 წლის მაისში გამოაცხადა. კვალიფიციური მოთხოვნების დაკმაყოფილება კი მხოლოდ რუსულმა ORSIS-მ შეძლო, რომელიც სომხეთს წლების განმავლობაში აწვდიდა სამხედრო შეიარაღებას.

“მალევე ცნობილი გახდა, რომ ტენდერი ყოველგვარი მიზეზების ახსნის გარეშე გაუქმდა. კომპანია “არამოტივირებულად შეყვანილია არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა ნუსხაში”.  რუსულმა კომპანია ORSIS-მა სომხეთში მისი ინტერესების დამცველ სააპელაციო კომისიას მიმართა საჩივრით”, -წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობითვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს დროში სომხურ მხარეს დიპლომატიური არხების საშუალებით საპროტესტო ნოტას გაუგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი