ახალი ამბები

ბესელია ივანიშვილთან შესაძლო კოალიციაზე: მე პრინციპებთან ვდგავარ და არა ადამიანებთან

23 ოქტომბერი, 2019 • 689
ბესელია ივანიშვილთან შესაძლო კოალიციაზე: მე პრინციპებთან ვდგავარ და არა ადამიანებთან

ეკა ბესელია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა შეთავაზების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგეს, ამბობს, რომ ის პრინციპებთან დგას და არა ადამიანებთან.

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ამბობს, რომ დღეს ვერ ხედავს ამის რესურსს:

“მე პრინციპებთან და ფასეულობებთან ვდგავარ და არა პიროვნებასთან და ამ პრინციპებს სადაც ვერ ვხედავ, არავის გვერდით არ ვდგები.  ვერ ვხედავ, რომ ეს დღეს შესაძლებელია.

ამიტომ, როგორ შეცვლის ის თავის პოზიციას და როგორ გადახედავს ფუნდამენტურ საკითხებს, რაც ჩემთვის არის მთავარი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამას მე დღეს ვერ ვხედავ. მე პრინციპებთან დავდგები და არა პიროვნებასთან. თუ ამ ფასეულობების დასაცავად დადგება და იტყვის, რომ ამ ღირებულებებს იზიარებს, რისთვისაც დღეს ვიბრძვი, დადგეს”, – ამბობს ბსელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი