პრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებულ უკანონო დავალებაზე.
“მე მგონი, იგივე აზრი გამოთქვა გომელაურმაც. მე დღეს წავიკითხე მონიტორინგში, რომ გომელაურიც ფიქრობს, რომ ის, ვინც არასწორ ბრძანებას დაექვემდებარა და დანაშაული ჩაიდინა, იქნებ როგორმე შეუმსუბუქონ…თუ უფროსი უკანონო ბრძანებას იძლევა, რიგითს უნდა ეყოს გონება, რომ რაღაც არ გააკეთოს, ალბათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.