ახალი ამბები

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა

9 აპრილი, 2015 •
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა

გიორგი ნაკაშიძე გუშინ, 8 აპრილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 

გიორგი ნაკაშიძემ ითამაშა ფილმში “მანდარინები”, რომელიც 2015 წლის ოსკარის ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი იყო. გიორგი ნაკაშიძის ფილმოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი