ახალი ამბები

ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შედის

9 აპრილი, 2015 •
ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შედის

უწყების ცნობით, შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო და მას მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 11 მარტს მოაწერა ხელი.

 

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ტურისტული და საქმიანი მიზნით მგზავრობის მსურველი ორდინარული პასპორტის მფლობელი მოქალაქეები თავისუფლებიან ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180-დღიან პერიოდში, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.

 

საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რასაც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი