ამ წუთებში [12:50] ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდია იმართება. პოლიციელის ცხედარს 3 საათზე გამოასვენებენ. პანაშვიდზე მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამხედრო პირები და მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დაიჭრა.
შსს-ს ინფორმაციით, ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა კი მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.