“შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საფუძველზე. ეს, რასაკვირველია, ძალზე ტრაგიკული დღე იყო, მე იმ პერიოდში ვმუშაობდი მოსკოვში, ამერიკის საელჩოში ვიყავი დიპლომატი და კარგად მახსოვს ეს დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული. ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეეას და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც არის მტკიცე და წარმატებული. დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს, და კიდევ ერთხელ შეგვახსენენბს, თუ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ერთიანობას საქართველოს დამოიკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის გარშემო”,– განაცხადა ელჩმა.