ახალი ამბები

“არ გცემთ პასუხს” – მოსამართლე სილაგაძემ დეპუტატ გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა

23 ოქტომბერი, 2019 •
“არ გცემთ პასუხს” – მოსამართლე სილაგაძემ დეპუტატ გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა

მოსამართლე პაატა სილაგაძე აცხადებს, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხებს. სილაგაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა, ამავე სასამართლოს კონკურსში კვლავ მონაწილეობს.

მისი თქმით, თავის დროზე, უზენაეს სასამართლოში მუშაობისას, ლევან გოგიჩაიშვილის საქმე აქვს განხილული უზენაეს სასამართლოში, ამიტომ ეს დეპუტატი მის მიმართ ობიექტური ვერ იქნება. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა.

“ერთი პროკურორი ჩინჩალაძე იყო, რომელმაც პროცესზე კითხვაზე პასუხი არ გასცა და თქვენც დუმილის უფლებას იყენებთ აქ?” – მიმართა მან სილაგაძეს.

მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილმა სილაგაძეს არაერთი კითხვა დაუსვა, მათ შორის: როგორ მოხდა, რომ 2012 წლამდე მის სამოსამართლეო სტატისტიკაში გამამართლებელი განაჩენი არ მოიძებნება, 2012 წლის შემდეგ კი 22 ასეთი საქმე აქვს.” ხართ თუ არა ჰომოსაპიენსი და სხვა?” სილგაძემ გოგიჩაიშვილის არცერთ კითხვას არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ლევან გოგიჩაიშვილის არცერთი კითხვა არ ეხებოდა თავის სისხლის სამართლის საქმეს. მისი თქმით, მოსამართლე სილაგაძემ პარლამენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი