ახალი ამბები

ჯაფარიძე: საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება

9 აპრილი, 2015 •
ჯაფარიძე: საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება

“უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიისთვის, ამ მოედანზე ადამიანები შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ჩვენ ყველა ვართ ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლა დასრულდება მაშინ, როცა საქართველო გახდება ცივილიზებული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამყაროს წევრი, ევროატლანტიკური სივრცის წევრი”,- თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

მასთან ერთად  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, გიგა ბოკერია და დეპუტატი მარიამ საჯაიაც იმყოფებოდნენ.

 

ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია ფოტო: ქეთი მაჭავარიანი
ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია ფოტო: ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი