ახალი ამბები

პრეზიდენტი: 9 აპრილს დაღვრილი პატრიოტების სისხლი 2 წლის შემდეგ დამოუკიდებლობაში გამოიხატა

9 აპრილი, 2015 •
პრეზიდენტი: 9 აპრილს დაღვრილი პატრიოტების სისხლი 2 წლის შემდეგ დამოუკიდებლობაში გამოიხატა

“1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი 2 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველ წელს პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც აქ იცავდა ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას და, ბუნებრივია, მადლობას ვეუბნებით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც დამოუკიდებელი საქართველო მოიტანა. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მაშინ ეს აქტი სწორედ, აი, ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითიც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის დამუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მისი მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებოდნენ.

მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა 9 აპრილის მემორიალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი