“მაგრამ ამავე დროს ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ დღეს მშვიდობიანმა, მაგრამ თავგანწირულმა ბრძოლამ ყველა თაობა გააერთიანა და, დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მორალური გამარჯვება მოიპოვა”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.
მისივე განცხადებით, თავისუფლებისკენ სწრაფვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ვერაფერმა შეაჩერა და 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
“კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. მათი სახელები ჩვენთვის მუდამ დარჩება თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითად”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.