ახალი ამბები

ანონსი – 9 აპრილი

9 აპრილი, 2015 •
ანონსი – 9 აპრილი

10 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით შეამკობს და პატივს  მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. 

 

10:30-ზე თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი გულიკო ზუმბაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერის ვიზიტი საკრებულოში. 

 

11:00-ზე – სეფსისის ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 29 წლის ნათია სანთელაძის  დედა და იურისტი ამირან გიგუაშვილიპორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. 

 

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი თამარ ცინცაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერი საკრებულოში, ანგარიშის შეფასება.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი ტრისტან ჯინჭარაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერი საკრებულოში, ანგარიშის შეფასება.

 

12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სავალან მირზოევი, აზერბაიჯანელ ახალგზარდებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე პრესკონფერენციას გამარტავს. თემა: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

 

12:00  საათზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებისა და მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა გაიმართება მთის კანონთან დაკავშირებით. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

 

 

12:30 -საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სახელით 9 აპრილის გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის წევრები

 

14:00 საათზე, ხაშურში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება 9 აპრილთან დაკავშირებული ფოტოებისა და სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა

მასალების გადაბეჭდვის წესი