ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგაზრდების მიმართვა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ვიდეო]

22 ოქტომბერი, 2019 •
ახალგაზრდების მიმართვა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ვიდეო]

ახალგაზრდები აზერბაიჯანულ ენაზე ავრცელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიგის მხარდამჭერ და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართვას.

თაზაქენდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ჰამიდ სადიგმა ფეისბუქზე ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა და გაასაჯაროა ერთ-ერთი მოსწავლე გოგოს ქორწინების მიზნით მოტაცების ფაქტი.

შედეგად, გატაცებული გოგო ოჯახში დააბრუნეს, განაწყენებულმა ადილობრივმა მოსახლეობამ კი მასწავლებელს შეურაცხყოფა მიაყენა და ბოდიში მოახდევინა, ამის ამსახველი კადრები კი სოციალური ქსელით გაავრცელეს.

მასწავლებლის მიმართ იძულების ფაქტზე უწყებაში გამოძიება სქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი