“შემიძლია გადაჭრით ვთქვა თითქმის, რომ არ არის არასრულწლოვანი და ხანდაზმული. გამოძიებას სურს, რომ იყოს მაქსიმალურად მიახლოებული ყველა იმ მტკიცებულებასთან და პიროვნებასთან, რომლის დაკავებასაც ის ცდილობს ამ ხნის განმავლობაში. ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, [რომ პროკურატურამ იცის ვისაც ეძებს], მაგრამ კიდევ უნდა ვიცოდეთ დამატებითი დეტალები”,- ამბობს ადვოკატი მალხაზ სალაყაია.
ბესიკ ხარძიანს თბილისში, საკუთარ სადარბაზოში 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადვოკატ ლამარა კობალაძის განცხადებით, ბესარიონ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, ციხიდან 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას ქონება უკანონოდ წაართვეს და მის დასაბრუნებლად იბრძოდა.