ახალი ამბები

ნარმანია: მაისის შუა რიცხვებისთვის გზაზე ალაგ-ალაგ დარჩენილი ორმოებიც აღარ იქნება

8 აპრილი, 2015 •
ნარმანია: მაისის შუა რიცხვებისთვის გზაზე ალაგ-ალაგ დარჩენილი ორმოებიც აღარ იქნება

“გზების რეაბილიტაციის  უმეტესი ნაწილი დაწყებულია, ბევრგან ტენდერები ჩატარებულია, სამუშაოები დაწყებულია ზამთრის შედეგად დაწყებული გზების აღდგენისა. გზების გარკვეული ნაწილის დაგება მიდის ისეთ უბნებში, სადაც ინტენსიური და ხშირი მოძრაობა არ არის, მაგალითად, გლდანის რაიონში, ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე ისეთი ქუჩა დავაგეთ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში გზა საერთოდ არ ყოფილა. ცენტრალურ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ზამთრის შედეგად არის ცალკეული დაზიანებები და ვხვდებით ორმოებს, ახლა ერთმილიონიანი ტენდერი სრულდება და ამ ნაწილსაც მიეხედება. ასე რომ, მაისის შუა რიცხვებისთვის გზაზე ალაგ-ალაგ დარჩენილი ორმოებიც აღარ იქნება და ეს სამუშაოებიც დასრულდება”,- განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას. 

 

ნარმანიას თქმითვე, გასული წლის შემოდგომაზე 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯა სხვადასხვა ქუჩებზე გზების რეაბილიტაციის პროექტებში,  წელს კი  20 მილიონი ლარი  გათვალისწინებულია კეთილმოწყობის ბიუჯეტიდან, ხოლო 10 მილიონ ლარზე მეტს რაიონული გამგეობები დახარჯავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი