ახალი ამბები

როგორ გაასამართლებდა მოსამართლე მიქაუტაძე არსენა მარაბდელს? – გოცირიძის შეკითხვა

22 ოქტომბერი, 2019 •
როგორ გაასამართლებდა მოსამართლე მიქაუტაძე არსენა მარაბდელს? – გოცირიძის შეკითხვა

როგორ გაასამართლებდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე არსენა მარაბდელს? ეს საკითხი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკიხთთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ დასვა.

დეპუტატი გოცირიძე არკვევდა, რა დამოკიდბეულება აქვს კანდიდატს კანონიერებისა და სამართლიანობის შეპირისპირებასთან დაკავშირებით. მიქაუტაძემ განაცხადა, რომ სამართლიანობა შეფასებითი ცნებაა, მისი აზრით კი, კანონი უნდა იყოს სამართლიანი და სამართლიანობის და კანონიერების დაახლოება უნდა მოხდეს.

რომან გოცირიძე: თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა მთელი თავისი ქონება და ღარიბებს დაურიგა. მოვიდა საქმე თქვენთან… არსენა მარაბდელი გიზით წინ. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით?

გიორგი მიქაუტაძე: თუ დამნაშავე იქნებოდა, გამამტყუნებელს.

გოცირიძე: არის დამნაშავე არსენა, რომელმაც ვაჭარს წაართვა ქონება?

მიქაუტაძე: თუ უკანონოდ წაართვა, დამნშავეა… დანაშუალებრივი გზით მოპოვებული ქონება როგორ განკარგა ბატონმა არსენამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი