ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

8 აპრილი, 2015 •
ვანო მერაბიშვილი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

“სამწუხაროდ, კიდევ ერთი სამაგალითო პოლიციელი დაკარგა საქართველომ. მინდა მივუსამძიმრო ბექა მარგიშვილის ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო ღირსეულად დააფასებს მის თავდადებას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო დამნაშავე საკადრისად იქნება დასჯილი. მინდა აგრეთვე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს და იმედი გამოვთქვა, რომ იგი კვლავ ასეთივე შემართებით განაგრძობს საზოგადოების სამსახურში ყოფნას. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში სულ უფრო გახშირდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათზე თავდასხმის ფაქტები, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებულია თითოეული პოლიციელის თავდადებასა და მათ მიმართ საზოგადოების პატივისცემაზე”, – წერია განცხადებაში. 

 

4 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს პოლიციელი ბექა მარგიშვილი, ხოლო მისი მეწყვილე მძიმედ დაჭრეს. გამოძიების ცნობით, მარგიშვილის მკვლელობა ჩაიდინა შალვა აბულაძემ, რომელიც ასევე  ბრალდებულია რამდენიმე თვის წინ ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი