“თავისუფალი ზონა” და “სამართლის თაობა” ნარმანიას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.
“პარტიზანი მებაღეები” კი ამბობენ, რომ ქალაქში ხეების მოჭრა გრძელდება. მათი წარმომადგენელთა განმარტებით, მაგალითად, 6 აპრილს იპოდრომზე 19 ხე მოჭრეს. ჯგუფის წევრებმა, როგორც თავად აცხადებენ, ამ ხის ნარჩენები აქციაზე მოიტანეს. ისინი ხეების ჭრის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
გარდა ამისა, საკრებულოსთან ცხოველთა დამცველების აქციაც იმართება.
საკრებულოს შესასვლელთან პოლიციის კორდონია მობილიზებული.