ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურის თქმით, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია გადაიხედება

8 აპრილი, 2015 •
ვახტანგ გომელაურის თქმით, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია გადაიხედება

“დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მოხდეს შიდა დებულების გამკაცრება. კერძოდ, მოქმედება, როდესაც პოლიციელს აქვს შეხება მოქალაქესთან, ის შეიძლება იყოს კრიმინალი. უნდა გამკაცრდეს გაფრთხილების და გადაადგილების წესები. დებულება განსაზღვრავს პოლიციის დგომას, განლაგებას, როცა ისინი აჩერებენ მოქალაქეს. როცა ვსაუბრობთ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგის გადახედვაზე, ეს არ გულისხმობს არც კანონის შეცვლას და არც გამკაცრებას, ხდება მხოლოდ შიდა დებულებების გამკაცრება”, -განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ   ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი  თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა კი მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი