“ვაპროტესტებთ მინდია ჯანელიძის არაკომპეტენტურ განცხადებებს და უარყოფას, თითქოს არ გაფორმდა მემორანდუმი საფრანგეთში. მოვითხოვთ, სასწრაფოდ გასცეს პასუხი ამ ყველაფერს და ნუ დატოვებს ქვეყანას დაუცველს. დღეს მინდია ჯანელიძეს აქვს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე მოხსენება, სადაც უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი და ვახსენებთ ამის შესახებ. ჩვენ მინისტრს გვინდა ვუთხრათ, რომ იმპლემენტაცია დააჩქაროს, მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას, რომელიც დაიწყო ირაკლი ალასანიამ მინისტრობის დროს,” – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი პერტენავამ.
მისი განცხადებით, ისინი მინისტრის პარლამენტში შესვლამდე აქ იქნებიან, დაელოდებიან, თუ რას მოახსენებს მინისტრი კომიტეტს და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, როგორ მოიქცნენ.
“თუ იქნება უარყოფითი პასუხი, ვიმოქმედებთ შესაბამისად”- განუცხადა ნეტგაზეთს ირაკლი პერტენავამ.