“ძალიან გთხოვთ, მჩხიბავების და მისნების თემაზე ნუ მელაპარაკებით. არ ვყოფილვარ და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამის შესახებ იყო ნათქვამი, იყო ტყუილი. რაც შეეხება გია უდესიანზე გავრცელებულ ინფორმაციას, ეს უფრო დიდი ტყუილია. კონსულტაციებიც არ ყოფილა არასდროს. მე მაოცებს ადამიანების ფანტაზიის უნარი. ამას ფანტაზია აღარ ქვია, ეს ბოდვაა”,- განაცხადა შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოში 2010 წელს “ნაციონალური მოძრაობის” სიით შევიდა. 2012 წელს, ხელისუფლის შეცვლამდე შიხიაშვილი “ქართულ ოცნებაში” გადავიდა. ყოფილი “ნაციონალი” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ 2013 წლის 26 ივლისს აირჩიეს. ირაკლი შიხიაშვილი “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხო არ დამდგარა.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევვნებზე ვერც პროპორციულ და ვერც მაჟორიტარულ სიაში თბილისის საკრებულოს ექსთავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საარჩევნო სიაში კახი კალაძის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართა.
2014 წლის 9 სექტემბერს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანებით, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დაინიშნა.