ახალი ამბები

ჩეხეთი აცხადებს, რომ რუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინა

21 ოქტომბერი, 2019 • 657
ჩეხეთი აცხადებს, რომ რუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინა

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინეს, რომელიც მათი თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის [FSB] მუშაობდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჩეხური მხარის განცხადებით, ჯგუფი ჩეხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, რუსეთის საელჩოში მოქმედებდა და ორი კომერციული კომპანიის სახელით ნიღბავდა საქმიანობას.  ჯგუფის წევრები კი რუსი ემიგრანტები იყვნენ, რომლებსაც ჩეხეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული.

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოვლენილი ჯგუფი უფრო დიდი ჯაჭვის ნაწილი იყო, რომლებსაც რუსეთის სპეციალური სამსახურები ჩეხეთის რესპუბლიკაში იყენებდა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედებისთვისაც ამზადებდნენ.

როგორც გამოცემა წერს, ჩეხეთში რუსეთის საელჩო ბარალდებებს სიცრუეს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი