ახალი ამბები

დაუბეგრავი მინიმუმის უკანონოდ მიღების ბრალდებით მოქალაქეები დააკავეს

8 აპრილი, 2015 •
დაუბეგრავი მინიმუმის უკანონოდ მიღების ბრალდებით მოქალაქეები დააკავეს

“გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო – შპს „პრო მაშინის“ ბუღალტერი ნანა მ. მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძ. და მათი მეგობარი ზურაბ ვ. ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს.

 

ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. დაუბერგავი მინიმუმის“ სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419 095 ლარი. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით”, – აცხადებენ უწყებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი