იაშვილის კლინიკის ექიმის, დავით ფულარიანის თქმით, ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც დღეს მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. როგორც ექიმი ამბობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება:
“არის მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ქალა-ფუძის მოტეხილობა. ასევე, სახეზე და ყურის მიდამოში მრავლობითი შემავალი ჭრილობა. ის იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ამჟამად მძიმედ ფასდება.”
დღეს, 21 ოქტომბერს თბილისში ბავშვს მატარებელი დაეხაჯა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.