ახალი ამბები

ცხრა თვეში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.7 მილიარდს მიაღწია

21 ოქტომბერი, 2019 •
ცხრა თვეში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.7 მილიარდს მიაღწია

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და, ჯამში, დაახლოებით 2.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ექსპორტისგან განსხვავებით, 2019 წლის ცხრა თვეში 3.3%-ით შემცირდა იმპორტი. შედეგად, მოცემულ პერიოდში იმპორტის მოცულობა დაახლოებით 6.4 მილიარდი აშშ დოლარია. 16.3%-ით გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი ევროკაშირში. ჯამში, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დაახლოებით 620 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა. ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 9 თვის მონაცემებით 22.8%-ს შეადგენს.

საქართველოს ექსპორტის ნახევარზე მეტი (52.6%) ისევ დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში დსთ-ში ექსპორტი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა და, ჯამში, დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:

  • რუსეთი – 371.1 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 355.1 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი – 261.3 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, მოცემულ პერიოდში ყველაზე დიდი წილით, თითქმის 63%-ით გაზრდილია მანქანების რეექსპორტი (454 295.9 მლნ აშშ დოლარი). რეექსპორტთან ერთად სამეულშია სპილენძის მადნები და კონცენტრატები (476 398.3 მლნ აშშ დოლარი) და ფეროშენადნობები (239 998.6 მლნ აშშ დოლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი