ახალი ამბები

სუბარი დევნილებისთვის სახლების გადაცემის საკითხზე: “ნაციონალური მოძრაობა” ბოდავს

8 აპრილი, 2015 •
სუბარი დევნილებისთვის სახლების გადაცემის საკითხზე: “ნაციონალური მოძრაობა” ბოდავს

“ყველას გახსოვთ, როგორ ხდებოდა თბილისში სახლებიდან ადამიანების გამოყრა ქუჩაში და სხვაგან გადასახლება. მსგავსი რამ აღარ მეორდება. თუ ნაციონალური მოძრაობას კრიტერიუმები აინტერესებს, შეუძლიათ ნახონ სამინისტროს ვებგვერდზე, ძალიან მკაფიო კრიტერიუმებია. თუ აქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ ვიღაცამ არასწორად შეავსო საბუთი, გადავამოწმებთ. თუ სხვა რამე აინტერესებს, მზად ვართ მივაწოდოთ ინფორმაცია”.  

 

მინისტრი ამბობს, რომ ფართების გადაცემის პროცესში ყოველთვის მონაწილეობს სახლახო დამცველის წარმომადგენელი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომამდგენელი, საიას წამომარდეგენელი, დანიის ლტოლვლთა საბჭო წარმომადგენელი და სხვა ძალიან ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელთაც აქვთ სათათბირო ხმის უფლება.

 

“თუმცა არასწორად მაინც ხდება რაღაცეები, ეს მაშინ, როდესაც ადამიანები აყალბებენ საბუთებს, მაგრამ ჩვენ თითოეულ საბუთს მილიონჯერ ვამოწმებთ.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი