მან კონკრეტულად არ უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, რა ინფორმაციას ფლობს გამოძიება, დატოვა თუ არა აბულაძემ საქართველოს ტერიტორია და თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა დაბეჯითებით ამბობს, რომ “დღეს თუ ხვალ აბულაძე საბრალდებო სკამზე დაჯდება”.
შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსა.
ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გაფრინდაშვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. სავარაუდო თავდამსხმელის მოსაძებნად პოლიცია სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.