ახალი ამბები

დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ აირჩიეს

21 ოქტომბერი, 2019 • 2288
დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ აირჩიეს

დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა კომისიის 4-ვე წევრმა მიიღო და ნარმანიას კანდიდატურას მხარი ყველა მათგანმა დაუჭირა.

ამ თანამდებობაზე ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა პირველ ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კენჭისყრა გადაიდო. კენჭისყრის გადადების მიზეზი ხათუნა გოგორიშვილის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ სემეკის წევრის წარდგენის უფლება აქვს. ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ “დამატებითი კონსულტაციის” მიზეზით კენჭიყრის პროცესი გადადო.

დავით ნარმანია 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 14 აპრილამდე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, შემდეგ კი – 2017 წლამდე თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლიდან სემეკ-ის წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი