შსს-ს ინფორმაციით, სამივე შემთხვევაზე ერთი და იგივე პირია ბრალდებული, რომელიც უკვე დაკავებულია.
“გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს”, – გვითხრეს შსს-ში.
ფიროსმანის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, დაყაჩაღებულია სასურსათო მაღაზია, ქუჩაში გამვლელი მოქალაქე და ბინა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ადამიანის დაჭრის ფაქტსაც, თუმცა შსს-ში ეს ცნობა ჯერ ვერ დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.





