შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს გვიდასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.


კაფე 1+2
კაფე 1+2


შალვა აბულაძე კაფესთან/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან
შალვა აბულაძე კაფესთან/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან


შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსა.

 

ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გაფრინდაშვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. სავარაუდო თავდამსხმელის მოსაძებნად პოლიცია სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *