ახალი ამბები

“ქართული ოცნების” დახურული სხდომა კაჭრეთის ამბასადორში

7 აპრილი, 2015 •
“ქართული ოცნების” დახურული სხდომა კაჭრეთის ამბასადორში

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარტიის წევრები ისაუბრებენ რაიონული ორგანიზაციების, ასევე ცენტრალური ორგანიზაციის გაძლიერების შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხს:

 

“უმნიშვნელოვანესი თემა იქნება საარჩევნო კოდექსი, რომელზეც ვმუშაობთ. ბევრი ვარიანტია, დავამუშავებთ და შევთავაზებთ საზოგადოებას”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.


ქართული ოცნების შეხვედრა კაჭრეთის ამბასადორში
ქართული ოცნების შეხვედრა კაჭრეთის ამბასადორში


არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლას და მაჟორიტარული წესის გაუქმებას მოითხოვს. ცვლილებებს მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მას ჯერ არ დაუკონკრეტებია, საარჩევნო სისტემის რომელ მოდელს იზიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი