გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, გასაღების მიზნით, საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი თურქული ლირა, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.