ახალი ამბები

ანონსი: 7 აპრილი [2015]

6 აპრილი, 2015 •
ანონსი: 7 აპრილი [2015]

10.00 საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება.

10:30 თბილისის პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან.
თბილისი, საკონფერენციო დარბაზი.

 

10:30 მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ადვოკატი მალხაზ სალაყაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საეჭვო მკვლელი, გამოძიების მიმდინარეობა;  გია უდესიანის ბრადებები და სვანური სასამართლო. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

10.30 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ღვთისმშობლის ხარების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვა-ლოცვას დაესწრება.
სამების სახელობის საკათედრო ტაძარის ხარების ეკლესია

11:00 “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ირმა ნადირაშვილი, პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

 

11:00 სვანური სასამართლოს სავარაუდო წარმომადგენლები ფრიდონ კვიციანი, ერეკლე საღლიანი და ოთარ ჯაფარიძე  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: განიხილავს თუ არა სვანური სასამართლო ხარძიანი-უდესიანის დაპირისპირებას; რა წესები გააჩნია სვანურ სასამართლოს და ბრუნდება თუ  არა  სისხლის აღების სვანური ტრადიცია? მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პრემიერის განცხადება პოლიციელების მისამართით, მოკლული პოლიციელის საქმე და კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში, ალასანიას განცხადება.

11.00 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: “თბილისის ბიუჯეტიდან გახარჯული 190 მლნ ლარი და შეუსრულებელი დაპირებები”.
მის: თავისუფლების მოედანიN#2

11:00 სასტუმრო “ბეთსიში” გაიმართება შეხვედრა, სახელწოდებით: “დიალოგი სასოფლო-სამურნეო კოოპერატივებში ქალთა როლის გაძლიერებისათვის”.
მის: მაყაშვილის ქ. #32/34

11.00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს (საქპატენტი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე მოაწერენ ხელს.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი

11:30 “პირველ პრესკლუბში” სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ცხადაძე, 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან, ე.წ. “ღირსების სასამართლო” დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

 

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ლევან ყიფიანის ყოფილი მოადგილე თამაზ თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ლევან ყიფიანის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და ქართული ოცნების თემატური ჯგუფის მიერ სტრატეგიული გეგმის განუხორციელებლობა.

 

12:00 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრები ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებს განიხილავენ.

12:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები”, ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სულხან ოქროპირიძეს შეხვდება და საპროექტო ინიციატივებს გააცნობს.
მის: ქ. ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N-141

 

12:00 “მზიურის ბაღში” “სურსათის ეროვნული სააგენტოს” ორგანიზებით, “ჯანმრთელობის მსოფლიო დღე” აღინიშნება, რომელიც წელს სურსათის უვნებლობის საკითხს ეძღვნება.

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ყოფილი პოლიტპატიმრები, ყოფილი მოსამართლე მარინე გაბუნია და ჯაშუშობის მუხლით ნასამართლევი გიორგი აბდალაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი ფარული ჯგუფების არსებობის შესახებ, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და ლიკვიდაციისთვის იყო – სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

12:30 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, “გენერალთა კლუბის” თანადამფუძნებელი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულება, პანკისელების მონაწილეობა ე. წ. ისლამური სახელმწიფოსა და სხვა რადიკალური ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებების რიგებში.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ზონდერებს მფარველობს (ფოტომასალა).

13:00 “პირველ პრესკლუბში” პროექტ Le-math “ვუერთდებით ევროპას!” დირექტორი ლალი ბერძენიშვილი და ჟიურის წევრები გიორგი შალუტაშვილი, ზურაბ აღდგომელაშვილი და გელა მანელიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ევროპის მოსწავლეთა მათემატიკური კონფერენცია – EUROMATH 2015, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახმარებით მოხვდნენ და მისი შედეგები.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: პრემიერის განცხადება პოლიციელების მისამართით, მოკლული პოლიციელის საქმე და კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში, ალასანიას განცხადება.

13:00 ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს პარლამენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქართული ლიტერატურის უცხოენებზე თარგმანებისა და მთარგმნებელების შესახებ პირველი სრულყოფილი ელექტრონული ბაზის შექმნასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
მის.: გუდიაშვილის ქ. № 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

14:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: სურსათის უვნებლობა.

14:00 თბილისის პარლამენტის შენობაში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

14:00 გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახსნის.

14:00 სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა ადვოკატებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით.

16:00 თბილისის პარლამენტის შენობაში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული “რეგიონების განვითარების საბჭოს” სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

18:00 პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელოვანის და მეცნიერის, ირაკლი ავალიშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

 

19:00 თუმანიშვილის თეატრში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

19:30 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობას გაიხსნის.
მის: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი #20ბ

მასალების გადაბეჭდვის წესი