ახალი ამბები

საკრებულომ ცხოველების მოვლა-პატრონობის სადავო წესი დაამტკიცა

6 აპრილი, 2015 •
საკრებულომ ცხოველების მოვლა-პატრონობის სადავო წესი დაამტკიცა

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წესის პროექტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო და ერთმა თავი შეიკავა.

 

საკრებულოს ბიუროს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოსთან ცხოველების უფლებების დამცველები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ წესის დამტკიცების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების ხოცვა დაიწყება. წესის დაჩქარებულად მიღებას აგვისტოში თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვას უკავშირებენ.

 

წესის თანახმად, სავალდებულო ხდება ცხოველის რეგისტრაცია რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. რეგისტრაციას განახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულება. შეიქმნება აღრიცხვის ერთიანი ბაზა. საკუთრებაში მყოფ ცხოველს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციოდ განკუთვნილი მიკროჩიპი ან ტატუირება, ან “საჭდი” და ყელსაბამი.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

მასალების გადაბეჭდვის წესი