აქცია, რომელზეც 50-მდე ადამიანი მივიდა, 19 საათზე დაიწყო.
“ეს არის სამგლოვიარო აქცია, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები მოკლეს. თუმცა დიდი რეზონანსი ამას მსოფლიოში არ ჰქონია. მიხარია, რომ ამ აქციის ორგანიზება მოხდა დღეს თბილისში. კარგი იქნებოდა მეტი ადამიანი მოსულიყო”, – ამბობს აქციის მონაწილე ანა ჭიჭინაძე.
აქციის მონაწილეებმა მრგვალ ბაღში სანთლები დაანთეს.
“ჩვენ აქ მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ის საშინელი ტრაგედია, რომელსაც ადგილი ჰქონდა კენიაში და ემსხვერლა 150 ახალგაზრდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, სადამდე შეიძლება მივიდეს კაცობრიობა სიბნელით. ეს არის საფრთხეები, რომელიც არ არის შორს კენიიდან. ეს ძალიან ახლოს, ჩვენს ქუჩებშიც დადის”, – ამბობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.
აქციაზე მისული იყო ‘თავისუფალი დემოკრატების” წევრი და ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. მისი თქმით, ტერორიზმი დღეს მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
“ძალიან მძიმე პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ექსტრემისტების და ფუნდამენტალისტების ძალიან სერიოზული გააქტიურება, რომელსაც მოჰყვება ასეულობით უდანაშაულო ადამაინის მსვერპლი და ვფიქრობ, და ჩვენ ასე ვფიქრობთ, თავისუფალი დმოეკრატები, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოებრივ-პოლიტკური ძალები, ამ სერიოზული გამოწვევის წინაღმდეგ, როგორიც არის ტერორიზმი და რელიგიური ექსტრემიზმი”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
BBC-ის ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში, ქალაქ გარისაში, უნივერსიტეტზე ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბაბის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 148-ს მიაღწია.
გარისას უნივერსიტეტის კოლეჯის კამპუსში სპეცოპერაცის შედეგად ოთხივე თავდამსხმელი დაიღუპა. უნივერსიტეტის კამპუსში ნიღბიანი შეიარაღებული პირები ხუთშაბათს დილით შეიჭრნენ.