აქციის მონაწილეები ცხოველებთან ერთად საკრებულოს სამი შესასვლელი კარის წინ არიან შეკრებილი. მათ მიტანილი აქვთ პლაკატები და სკანდინირებენ: “არა სისხლიან ოლიმპიადას”, “დაიცავი დაუცველი”.
“ამ წუთებში მიმდინარეობს სხდომა, სადაც დღის წესრიგში ეწერა, რომ სასწრაფოდ უნდა გაეტანათ ეს დადგენილება და მიეღოთ ეს წესი. ამის გამო დღეს გავავრცელეთ ინფორმაცია და შევიკრიბეთ საკრებულოსთან. ამ შენობას აქვს სამი შესასვლელი და სამივეგან დგას ხალხი. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათ, ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი პროტესტი. ამ წუთებში, ამ პროტესტის ფონზე მიმდინარეობსმ სისხლიანი დადგენილების მიღება, რითიც აპირებენ წინასაოლიმპიადოთ ძაღლების ამოხოცვას. ჩვენ ვოლომდე ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ კანონით საჭირო და დაშვებულ ყველა პროტესტის ფორმას. ჩვენ ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები და ვითხოვთ, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული კანონით და არა კანობმა დაარღვიოს ჩვენი უფლებები. ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ დადგენილებას, იმიტომ, რომ ეს დადგენილება არის დანაშაული,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოფიო ბეროშვილი.
ცხოველების მოყვარულები დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ კანონპროექტი ისეთი სახით, როგორიც ახლაა. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას უკავშირდება და ეს კანონპროექტი საშუალებას იძლევა ქალაქის მიკუსაფარი ცხოველებისგან გაწმენდას.
ცხოველების მოყვარულები თბილისის მუნიციპალიტეტის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ შემუშავებულ ახალ პროექტს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც სავალდებულო ხდება ცხოველის რეგისტრაცია რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.