თვითმხილველმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ავარიის გამო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით გადაიკეტა. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს სკოლაა, რის გამოც მანამდე რამდენიმე მოზარდი გახდა ავტოავარიის მსხვერპლი, ამბობდნენ ადგილობრივები, რომლებმაც აქცია გამართეს საგზაო ნიშნის დადგმის მოთხოვნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით.