პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის სამზადისს, რუსეთთან ურთიერთობას, უკრაინაში არსებულ ვითარებას და ა.შ. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ბათუმში 25-27 ივნისს გაიმართება.
პრემიერთან შეხვედრამდე თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მირჩეა დუშას. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.