“ისე როგორცაა, არ ვარგა. ამას ჩვენი ევროპელი მეგობრებიც მიგვანიშნებენ და ამერიკლებიც. რა თქმა უნდა, გასაკეთებელია და, მე როგორც ვიცი, ამაზე ჩემი ლიდერობის დროს დაიწყო მუშაობა. საარჩევნო სისტემა აუცილებლად დასახვეწია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საკონსტიტუციო კომისია ცალკე მუშაობს. მე როგორც ვიცი, უმრვალესობაშია მცდელობა, სამოქალაქო სექტორია ძალიან აქტიური. ჩვენც აქტიურები ვიქნებით, არ მინდა ახლა ვარიანტი ვთქვა, მეც მინდა აქტიური ვიყო ამ პროცესში როგორც მოქალქე. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი ვარიანტი, რომელსაც დაველოდები და აქტიურ მონაწილეობას მივიღებ იმ საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც ჩვენ წინ გველის. ეს სისტემა აუცილებლად არის დასახვეწი. ამაზე საკამათო არაფერია. ჩვენი საარჩევნო სისტემა დახვეწას აუცილებლად საჭიროებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
საარჩევნო სისტემის დახვეწას არასამთავრობო სექტორის ნაწილი, ასევე ოპოზიციური პარტიები ითხოვენ. ამას ელის ევროკავშირიც. ამ დროისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლის ორი ვარიანტი არსებობს. ორივე მათგანის მიხედვით მაჟორიტარული წესით არჩევნები უნდა გაუქმდეს.