ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ენმ-ზე: ასეთი მოძალადე ხელისუფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ვიცი

6 აპრილი, 2015 •
ბიძინა ივანიშვილი ენმ-ზე: ასეთი მოძალადე ხელისუფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ვიცი

“ეს არის სისტემა, რომელიც ამას ნერგავდა და ეს არის მისი ნაყოფი. ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია, ვინ არიან დამკვეთები. მთავარი დამკვეთი გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ დაინერგა. ეს ბოროტული სისტემა გახლდათ და საუბედუროდ ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი ოჯახის მქონე შეეწირა ამას და ეს არის ჩვენი საზოგადოების ტრაგედია.


როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, რობიკო სტურუა რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, იცოდე ესენი უსისხლოდ არ წავლენ. ბოლოს გაოგნებული მოვიდა კაცი, ეს რა გააკეთე, როგორ მოხდა, რომ ესენი უსისხლოდ წავიდნენო. არ წავიდნენ, აი, კუდი როგორ მოიქნიეს, ეს სწორედ იმ სისტემის შედეგია”, – განაცხადა ივანიშვილმა.


მისი თქმით, წინა ხელისუფლებას დემოკრატია მხოლოდ ფორმალურად ჰქონდა დეკლარირებული სინამდვილეში კი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის სისტემას აშენებდა:


“ასეთი მოძალადე ხელისუფლება მე არ ვიცი არც პოსტსაბჭოთა სივრცეში და ვერსად ვერ გავიხსენებ მსგავსს, რომ ასე ძალადობდეს საკუთარ მოქალაქეებზე. შეიძლება საუკუნეებით უკან მოგვიწიოს წასვლა, რომ მსგავსი განვიხილოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი