ახალი ამბები

მარტვილის კანიონმა ევროსაბჭოს ლანდშაფტის ჯილდო მიიღო — სამინისტრო

17 ოქტომბერი, 2019 • 1220
მარტვილის კანიონმა ევროსაბჭოს ლანდშაფტის ჯილდო მიიღო — სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, რომ მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის, ლანდშაფტის ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

უწყების ცნობითვე, გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან მიიღო.

„როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი პროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი“, — წერია განცახადებაში. ჯილდოს მიზანია, გაზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება ლანდშაფტების ღირებულებასთან და მათ როლთან დაკავშირებით.

დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება. სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა.შ..

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი