ახალი ამბებირეკლამა

სამეგრელოსა და გურიაში 49,600 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

17 ოქტომბერი, 2019 • 570
სამეგრელოსა და გურიაში 49,600 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და ქალაქ ოზურგეთში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 49,600 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი