თამაში კლუბ “ტულუზას” სტადიონ ერნესტ ვალონზე საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყო და პირდაპირ ეთერით გადაცემდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. ნახევარფინალში საქართველომ იტალიის ნაკრები დაამარცხა. დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმი ანგარიშით 12:0 დასრულდა საფრანგეთის სასარგებლოდ. საბოლოოდ შეხვედრაში საფრანგეთმა ანგარიშით 57:0 გაიმარჯვა.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:
ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე
შერკინება:
1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე
მარქაფა:
16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი,