ახალი ამბები

პრემიერი:ჯარისკაცების დაკრძალვაზე მთავრობის წევრების არდასწრება არაორგანიზებულობის ბრალია

4 აპრილი, 2015 •
პრემიერი:ჯარისკაცების დაკრძალვაზე მთავრობის წევრების არდასწრება არაორგანიზებულობის ბრალია

“ყველანი დამეთანხმებით, რომ ჩვენ არც ერთი ღონისძიება არ გამოგვიტოვებია, უბრალოდ, სამწუხაროდ, უნდა დავარქვათ, რომ ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი. წინასწარ არ იქნა შეტყობინებული არც მთავრობისთვის, ჩემმა ოფისმა გაიგო ძალიან გვიან, ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა. ძალიან გვიან გავიგეთ ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, მეც დავესწრებოდი და ყველანი”,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

 

გუშინ თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ 2 აპრილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 42 ჯარისკაცის ფრაგმენტების დაკრძალვას დატვირთული დღის გამო ვერ დაესწრო. კერძოდ, მინისტრის თქმით, ის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზე იმყოფებოდა, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა. 

 

“მთელი დღე იყო დატვირთული, ჩვენ გავთავისუფლდით დაახლოებით საღამოს 9 საათზე. გენშტაბის უფროსი და მინისტრის პირველი მოადგილე ჩართული იყო ამ სამიტის მუშაობაში უშუალოდ. შესაბამისად, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე, გენშტაბის უფროსის 2 მოადგილე,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.

 

დაკრძალვის ცერემონიალს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნილი უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი