ახალი ამბები

ივანიშვილთან არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს – სუს-ის მომავალი უფროსი

16 ოქტომბერი, 2019 •
ივანიშვილთან არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს – სუს-ის მომავალი უფროსი

არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს, როგორც პიროვნებასთან, – ასე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ამჟამად ბიძინა ივანიშვილთან, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომლის კანდიდატურასაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

“თუმცა ჩვენ არა ვართ მთავრობის წევრი სტრუქტურა. ჩვენ თანაბარი დოზით გაგვაჩნია ანგარიშვალდებულება პრემიერთან და პარლამენტთან. შესაბამისად, პოლიტიკურ შეხვედრებს, თათბირებს, მთავრობის სხდომებს ჩვენ არ ვესწრებით”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, ხშირად ხვდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, უპასუხა, რომ საერთოდ არ ხვდება. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, რას იზამს სუს-ის უფროსი, თუ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული თხოვნით დაურეკავს.

“რა თემაზე უნდა დამირეკოს? თუ დამპატიჟებენ რაღაც წვეულებაზე პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ადამიანური უერთიერთობის ჩარჩოს არ გასცდება და არ არის საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში განსახილველი”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი