საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისა და მისი მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის გადადგომას ითხოვენ.
აფხაზეთიდან 1990-იან წლებში დევნილი ათულობით ოჯახი უკვე ერთ თვეზე მეტია, სამინისტროს შენობაში აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება იყო. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც გასულ წელს დირსის მშენებარე კორპუსებში შევიდნენ და შემდგომ სამინისტროსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების პირობა მიიღეს. ისინი თავს მოტყუებულად მიიჩნევენ.
გარდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებისა, დევნილები მოითხოვენ, სამინისტრომ წერილობით განმარტოს, თუ რა პრინციპით გამოარჩიეს ოჯახები, რომლებსაც ხელისუფლებამ ბინები გადასცა. როგორც მათ სამინისტროდან აცნობეს, უწყება აღნიშნულის გაკეთებას არ აპირებს.
ამ ეტაპზე დევნილთა მთავარ მოთხოვნებს შორისაა ბინების გაცემის პროცესის შეჩერება და სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც “დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების სამართლიანად გადაცემას უზრუნველყოფს”. აქციის მონაწილეების თქმით, კომისიაში აუცილებლად უნდა შევიდნენ თავად დევნილები, რადგან ისინი ამ კომისიის სამართლიანად მუშაობის გარანტი გახდნენ.
“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან